,,ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,იმდენად უჭირს არგუმენტებში ოპოზიციას, რომ დღეს ერთი “ქარდის” ფერების დონემდე დაეცა მათი პროპაგანდა, მათივე პარტიული ტელევიზიებისა და პოლიტიკური ენჯეოების ჩათვლით. ცალკე ტრაგიზმია, რომ ესენი მალე საფრანგეთს, დროშის ფერების გამო (trois couleurs), “რუსულს” დაუძახებენ, ხოლო ბარბარბადოსის დროშას გულზე დაიხატავენ, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ერთი შემთხვევიდან კარგად ჩანს, როგორ მძიმედ აქვთ მათ საქმე. როგორი უშინაარსო და ხელოვნურია მათი რიტორიკა. დაცლილი ყოველგვარი არგუმენტებისგან.
ოპოზიციის დღევანდელი ლოზუნგი ასე ჟღერს – არა საფრანგეთს ?? კი ბარბადოსს??”
კომენტარები