ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქვეყნის ისტორიაში ხდება უპრეცედენტო რამ, ევროპარლამენტარები ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ დღევანდელ ხელისუფლებას, არ ერიდებიან არც უმკაცრეს, დაუნდობელ კრიტრიკას, არც ნაკისრი ვალდებულებების შეხსენებას, არც მითითებებს.
და რას პასუხობს ოლიგარქის ხელისუფლება ან იქ, ევროპარლამენტში, ან აქ, საქართველოში?
ოლიგარქის ხელისუფლება თითქოს ბნელ შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი, იმ დროში, როცა ინფორმაცია ეტრატებით მოძრაობდა და ადამიანებს ჩაცმის გამო ამათრახებდნენ.
დიახ, ქოცი, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების საუკუნეში იქ ევროპარლამენტარებს უმტკიცებს რომ მათ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს, აქ კი, დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ დახეულ ჯინსებს!
კარგა ხანია “ექვთიმემ” ქვეყანა ბუტკაში შეიყვანა, ბნელ შუა საუკუნეებში გადაგვაგდო, შემდეგი გაჩერება ქვის ხანაა და სანამ ტეშიკტაშის გამოქვაბულში შევუყრივართ, დროა თვითონ ეს ხელისუფლება წარსულში ჩავტოვოთ და ჩვენ 21-ე საუკუნეში დავბრუნდეთ”
კომენტარები