„ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვიფიქრე ცოტა ხანი პოლიტიკაზე არაფერს დავწერ მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა, აბა შალვა პაპუაშვილს მოვუსმინოთ:
„ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის”.
ვინც კანონს არღვევს მას სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიხედონ და რა ბაზა?:)) რა შუაშია ბაზა? ხვდებით ეს რას გამოიწვევეს, თუ ისევ თავს მოიტყუებთ? რა გგონიათ ეგ ბაზა მერე ვიზე გავრცელდებაო, იმათზე ხომ არა ვინც ციფრული ფულის წინააღმდეგ წავა, ან “პანდემიას” არ დაემორჩილებაო”?
მოვა დრო მიხვდებით, რომ მართალი ვიყავი ვითომ გამჭვირვალობის კანონს რომ ვუპირისპირდებოდი, მაგრამ გვიანი იქნება…“
კომენტარები