თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„ეხლა კანადა აუჩემებიათ და კი არ ვიცი ამ ახსნა განმარტებას რამე შედეგი თუ აქვს მაგრამ კიდევ ერთხელ, ასჯერ ნათქვამი!
– ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირში, ავსტრალიაში, კანადაში ებრძვიან საკუთარ ქვეყანაში უცხო სახელმწიფოების მავნე გავლენებს. ამისათვის კანონის სამიზნეც არის მავნე გავლენები და არა რომელიმე ფორმის ორგანიზაცია ან დაფინანსების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, იქ კანონის სამიზნეა არა არასამთავრობოები არამედ, კიდევ ერთხელ, მავნე გავლენები.
– რუსეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, უნგრეთში სამიზნეა არასამთავრობოები და აწყობილია დაფინანსების ოდენობაზე.
– ამერიკაში, ავსტრალიაში….. კანონის რეგულირებაშია კომპანიების, პირების საქმიანობა! საქმიანობა! განმარტებულია საქმიანობის ფორმები! ფაროსანასთან NGO-ს ბრძოლისთვის სულ რომ 100 პროცენტი ევროკავშირის ფულით ხდებოდეს არავინ არაფერს ითხოვს!!!
– რუსეთში, საქართველოში, ყირგიზეთში…… კანონს არ აინტერესებს რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, რა საქმიანობისთვის იყენებენ დახმარებას, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არამსათავრობოები არიან და უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას უკვე უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად ცხადდებიან, სულ რომ მხოლოდ ფაროსანას ებრძოდნენ.
ამიტომ ამბობს დედამიწა რომ ეს არის სტიგმატიზაცია და რუსული კანონი!!!!
და კიდევ ერთი, რომ აუჩმებიათ და თუთიყუშებივით იმეორებენ, როგორ შეიძლება ევროკავშირი გამჭვირვალეობას ეწინააღდეგებოდესო…
იქნებ გაახილოთ თვალები, მოწყდეთ იმედს და პოსტივის და თავად იკითხოთ, რაშია საქმე? როგორ შეიძლება? და იქნება პასუხი ადვილად იპოვოთ რომ შეუძლებელია და მაინც ამდენი პროტესტი და განცხადება და განცხადებაზეა და უცებ მიხვდებით რომ იმედი და პოსტტივი ვისაც ვერ ათაყვანებს უცებ ხვდება, რომ ეს კანონი სხვა რამეზეა, და არაფერ შუაშია გამჭვირვალეობა!
მერე კიდევ შევეცდები, იქნებ უფრო მარტივად დაწერაც შევძლო !!!“
კომენტარები