ოკუპირებულ ცხინვალში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.
ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, პაციენტები ინფექციურ დაავადებათა საავამყოფოში გადიან მკურნალობას.
კომენტარები