მწერალი მერაბ შათირიშვილის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა სტარტიც სააკაშვილმა უკრაინაში აიღო რეფორმების გატარების გზაზე, განხორციელების შემთხვევაში, იგი, რომ გაიზრდება შეუვალი პოლიტიკური ავტორიტეტობით და პირველი ფიგურა გახდება რა, ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ ასეთი საშიშროების მოლოდინის შესახებ არ იციან, არ იციან წინამორბედი პოლიტიკური ბატალიების გამოცდილებით, მიშას პირველობის ამბიცია რომ გაუჩნდება?.. მშვენივრად იციან და, არ მგონია, სააკაშვილს “ჰოლივუდური” ნოხი დაუგონ და საკუთარი დასაკლავი დანა გამოაჩხრეკინონ, ვფიქრობ, მიშას, შეგნებული გათვლით,, რაღაც ვითარებას აარევინებენ, რამდენიმე მონოპოლისტ ბიზნესმენს მოიშორებენ, ჭკუას ასწავლიან და მერე ამრევსა და (მიშა ცარიელი ხელებით ნამდვილად არ დაიტოვებს თავს) დაუდგრომელ სააკაშვილს თავიდან მოიშორებენ, ასეთია ყოველთვის რენეგატის ბედი, სხვა გეგმა და პერსპექტივა მის დანიშვნაში არ იკვეთება.“
კომენტარები