საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყველას ჩვენი მაშინებელა გვყავს და ყველაფერს ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ… ჩვენ რუსები გვეზიზღება, ფრანგებს ამერიკელები.
როცა ფრანგს ვეუბნები თქვენ არ გინახავთ რუსების ტერორი მპასუხობენ იგივენაირად. აი თქვენ კი ამერიკელების ტერორი არ გინახავთ.
2003 წელს პრეზიდენტი შირაკი ამერუკელების ერაყში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა. “ნიუ იორკ ტაიმსმა” ყველა იმ ამერიკელი ჯარისკაცუს სია გამიუქვეყნა პრეზიდენტ შირაქს, რომლებიც ნორმანდიაში დაიღუპნენ. ფრანგულმა გაზეთმა “ფიგარომ”, ზუსტად მეირე დღეს გამოაქვეყნა ყველა იმ სამოქალაქო პირის სია რომლებიც ამერიკელებმა კოლაბორაცინიზმის ბრალდებით ჩასვეს ციხეებში და ბევრი სიკვდილითაც დასაჯეს… ასე რომ, ყველას თავისი სატკივარი და მატყავებელა ყავს, იმ მელასავით, საკუთარ მატყავებელას რომ ემალება.
მე ჩემ მატყავებელაზე დავწერ ფრანგებმა საკუთარს მიხედონ. ხო და რუსების დედაც მაგრამ, იმ ქართველ პირტიტველა ბიჭების ხსოვნისა იყოს, ქერჩის სასაკლაოზე რო დაიღუპნენ ნაცისტებთან ომში. იმ ქართველ ბიჭებს გაუმარჯოს საკუთარი სისხლის ფასად რომ შეკრეს დერბენტი და დარიალი. ისინი იბრძოდნენ მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნის იდეოლოგიური შავი ჭირის წინააღმდეგ და რომ არა ის გმირი ბიჭები დღეს როგორი მსოფლიო გვექნებოდა კაცმა არ იცის…”
კომენტარები