ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი უახლოესი ადამიანის და ნათლიდედის ძმა ერთი კვირაა ინგოროყვას კლინიკაშია რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებული, დღეში ერთი საათით 3 დან 4 სთ-მდე რთავენ ტელეფონს და პასუხობენ ზარებს, დღეს საერთოდ გამორთეს და ამბავსაც ვერ ვიგებთ.
ეს რა წესია მითხარით ვინმემ, იმ განერვიულებულ პატრონებს ერთი სიტყვა რომ უთხრან დღეში ამისთვისაც ვერ იცლიან ექიმები?! ან შეცვალეთ წესები ან კეთილი ინებეთ და ის ერთი საათი მაინც ჩართეთ ტელფონი, ეს რა უზნეობაააა!!! ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა“
კომენტარები