„კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება:
„უჩას და მისი ადვოკატის უფლებაა არ ისაუბრონ ამ საქმეზე. მესმის, რომ ძალიან სენსიტიური შეიძლება იყოს ბევრი დეტალი და ზუსტად იქ გაარტყეს ქოცებმა, სადაც ადამიანს ყველაზე ძალიან ტკივა. მაგრამ, მე, იმ ინფორმაციიდან და იმ დასკვნებიდან გამომდინარე, რაც მაქვს, არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად: იცოდეთ, რომ ასეთი ბინების უმრავლესობაში სუსს აქვს დაყენებული ჩამწერი კამერები სხვადასხვა ნივთებში, ნახატებით დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული. როგორ, რანაირად აღწევენ ამ ბინებში ეს არც ისე რთული მისახვედრია. იცოდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სუსმა თავისი გადაღებული ვიდეოები შეიძლება თქვენს კომპიუტერებში და ვინჩესტერებში შეტენოს და თქვენ დაგიჭიროთ მათი გადაღებისთვის. თან თუ ამ ვიდეოებში თქვენც მოგიხელთეს, მთლად კარგი. ფრთხილად იყავით!“
კომენტარები