პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატები, რომლებმაც მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ დაკავებულებზე სამართალდამცავებმა იძალადეს.
ადვოკატების თქმით, დაკავებულთა დიდი ნაწილი იზოლატორებში ჯერ კიდევ არ არიან გადაყვანილები და ისინი საპოლიციო მანქანებში ჰყავთ სამართალდამცავებს ამ დრომდე. დაკავებულების ნაწილი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ დრომდე მანქანებში ჰყავთ დაკავებულები და ჯერ არ მომხდარა მათი შესახლება.
სამწუხაროა, რომ ასე გვიწევს ადვოკატებს დაკავებულების ძებნა, სად არიან ისინი, არ გვაქვს არანაირი სახის ინფორმაცია და ერთადერთი გზა, რაც არის, რომ იზოლატორში გადავამოწმოთ.
დაზიანებები, რამდენი პირიც არის შესახლებული ნახეს ადვოკატებმა და დაზიანებები აღენიშნებათ დაკავებულებს. მანქანაში, ვინც არის მოთავსებული, გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინიც არიან დაზიანებებით,“ – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატების თქმით, დაკავებულები “არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები” არიან პოლიციელების მხრიდან.
ისინი აცხადებენ, რომ მათ აქვთ დაზიანებები სხეულზე და ისინი არიან პოლიციელების მხრიდან დაკავბების დროს არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები”, – ამბობს ადვოკატი.
დღეს აქციაზე პოლიციამ 20 მოქალაქე დააკავა, მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტვპირველი
კომენტარები