პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:
,,არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს.
ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ.
შეიძლება აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე?
შეილება ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე?
მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს.
შეილება მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო?
შეიძლება არანაირი გეგმა არ გქონდეს?
მე ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირები?
მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს.
მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს ვინაა ნორმალური და ვინ გამოყლევებული.
მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან რომ ნიჭი არ აქვთ, იდეა არ აქვთ, გამბედაობა არ აქვთ, რეპუტაცია არ გააჩნიათ და იმალებიან.
მოკლედ, რომ ვთქვათ, სამწუხაროდ აქციას სირები მართავენ და სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება.”
კომენტარები