ბიძინა ივანიშვილი ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარს ეუბნება – ინფორმაციას პრემიერი ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
კობახიძის თქმით, ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, არამედ დიპლომატებსა და ევროპელ პოლიტიკოსებსაც უთხრა.
რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას, კობახიძე ამბობს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ისედაც თავს სანქცირებულად გრძნობს და ჯიმ ო’ბრაიენსა და სხვა დიპლომატებთან შეხვედრას თავს სწორედ ამიტომ არიდებს – „ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია”.
„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად (სანქციებზე).
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, რასაც ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება. იყო გასული დრეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით.
ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვნდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას – ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, ეს თანხა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია, როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრდა შეიძლება შედგეს, აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი მუქარები როგორც არ ჭრიდან 2022 წლის მარტიდან, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერ ახლა. ვერავინ გვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერანაირი შანტაჟის და მუქარის შემთხვევაში,“ – ამბობს კობახიძე.
„ტვპირველი“
კომენტარები