ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება:
„ვისაც კიდევ არ გჯეროდათ, იქნებ კობახიძის ამ ბრიფინგის შემდეგ მაინც დაიჯეროთ, რომ ივანიშვილი არის სრულიად შეშლილი პარანოიკი. რომელსაც აკვიატებული აქვს, რომ კრედიტ სვისი მართლა კი არ გაკოტრებულა, არამედ დასავლეთმა შეთქმულება მოაწყო მის წინააღმდეგ და ამ გზით ფული წაართვა. ისეთი შეშლილია, რომ მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ბანკირმა, (რომელმაც არასწორად დააბანდა მისი ფული) ციხეში თავი მოიკლა, დეტექტივი დაიქირავა, რადგან დარწმუნებული იყო (ან არის ისევ), რომ ცოცხალი იყო და გლობალურმა ომის პარტიამ გააპარა ციხიდან. ამ შეშლილი კაცის შეშლილ ფანტაზიებს შეიძლება გადაყვეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი და ამ შეშლილი კაცის შეშლის ფანტაზიებს იცავს პოლიცია. ამაზე ვცოფდები ყველაზე მეტად!!!“
კომენტარები