თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
,,ესე არაფერი მწყენია ცხოვრებაში – თურმე 540 დოლარი ვღირვარ და თან ლომბარდში ვარ ჩადებული.”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
,,ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, ეს თანხა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია, როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრდა შეიძლება შედგეს”
კომენტარები