ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს:
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს.“
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ლექტორიმა სოსო ბერიკაშვილმა დაწერა:
სოსო ბერიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა ნიკო ნერგაძემაც:
„კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University-ში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.
ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიციის და რეპრესიული პოლიტიკის გამო ნიკო ნერგაძე სემეატრის ბოლოს გაწყვეტს მათთან თანამშრომლობას”
კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა დავით ქაშიაშვილმაც
კომენტარები