ბლოგერი, გურამ შეროზია:
ახლა ვეცდები მარტივ ენაზე აგიხსნათ, რატომ არიან ცნობადი სახეები და ინფლუენსერები ვალდებული – ღიად გამოხატონ თავისი პოზიცია.
ის, რომ ახლა ამ კუთხით რამეს წარმოვადგენთ, ხომ არის ხალხის დამსახურება? ნუ გავიგე, რომ მე ბევრი სხვა არასახალხო პროფესიაც მაქვს, მაგრამ ის, რომ რეკლამებში ფულს ვიღებთ, უფასო სერვისებით ვსარგებლობთ, უამრავი ხალხის სიყვარულს ვგრძნობთ – არის თუ არა ხალხის დამსახურებით?ჰოდა ახლა, ამავე ხალხს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა! ხალხს, რომლის გარეშეც არც თქვენი ბლოგები იარსებებდა, არც ვინმე რამედ ჩაგთვლიდათ და არაფერი იქნებოდა საერთოდ!და დიახ, ამ ხალხს აქვს უფლება მოგთხოვოთ მათ გვერდით დგომა! და როგორც აგაყვავეს – ისე დაგანარცხონ მიწაზე:))ფეხბურთელებს, სსხვა სპორტსმენებს და ა.შ. ოკ, სამშობლოს სიყვარული და მორალური სტანდარტები უნდა უბიძგებდეს უმეტესად, მაგრამ ინფლუენსერები და ცნობადი სახეები ამ ყველაგრის გარდა – ვალდებულები ხართ, დაუდგეთ გვერდით იმ ადამიანებს, რომლის წყალობითაც ხართ თუ რამე ხართ.და ამ მძიმე წუთებში პეპლებზე, პომადებზე და ადამიანთა შორის სიყვარულზე პოსტვა – არის ამ ხალხის ფეხზე დაკიდება.
გასაგებად ავხსენი?აქვე: მე ვერ მოვთხოვ ვინმე ნათელა დეიდას, რომელიც სკოლის მასწავლებელია, ორ კაპიკს ძლივს შოულობს, რომ ოჯახი არჩინოს და შეიძლება ეს სამსახურიც დაკარგოს მესმის რაღაც დოზით, მაგრამ მდუმარე ინფლუების არ მესმის და ვერც გავიგებ!
კომენტარები