წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:
ძალადობენ კონსტიტუციაზე, ხოლო რუსთაველზე სამართალდამცავები და ქართული ოცნება ძალადობს საქართველოს მოსახლეობაზე. ასე ვთქვათ, ქვეყანაშია ტერორია ლურჯი.
ამ კანონის ინიცირება, სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჩამოუშვან რკინის ფარდა, განავითარონ საკუთარი იდეოლოგიური პლატფორმა, რაც გულისხმობს დასავლეთის ფხიზელი თვალის გაძევებას.
მათ არ სჭირდებათ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, სამონიტორინგო მისიები არჩევნებზე, რათა სრული დიქტატურა დაამყარონ ქვეყანაში. სწორედ ამის წინააღმდეგ და ამის გააზრებით, პროტესტის ტალღა უწყვეტად ბობოქრობს საქართველოში და მისი მიზანია, არა მხოლოდ არა რუსულ კანონს, არამედ მიზანი უკვე გამკაფიოვდა და მან მოიცვა სამიზნე, არა რუსულ ხელისუფლებას, არა რუსულ მთავრობას.
ის მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ და ეს იქნება ორასწლოვანი რუსული გავლენის, რუსული ტერორის კავკასიაში დასასრული და ამ დასასრულის მთავარი მონაწილე გმირები იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც შემოვიდნენ როგორც ახალი ნაკადი ქართულ პოლიტიკაში.
კომენტარები