დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.
კომენტარები