“აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები… მხედველობა არ დაუკარგავს,” – ამის შესახებ დავით ქაცარავას ექიმმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ოპერაცია დასრულებულია.
“პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა და ნანახი იქნა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები, გაკეთდა ოპერაცია ყველაფერი რიგზეა, გონებაზე იყო პაციენტი და ახლაც დამთავრდა ოპერაცია და ყველაფერი რიგზეა. ცოტა ხანი დარჩება სტაციონარში ალბათ ორი, სამი დღე მაქსიმუმ და შემდეგ გაეწერება სახლში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხედავს ჩვეულებრივად, მხედველობა არის, უბრალოდ შეშუპებულია და მეტი არაფერი ტრავმის გამო, ყვრიმალის და ზედა ყბის მოტეხილობა იყო,” – განაცხადა ექიმმა.
მთავარი არხი
კომენტარები