ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ამტკიცებს რომ საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს.
გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს. ჰაკერები ახლა ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც.
კომენტარები