საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ:
„განწყობა მკაფიოა, რომ ეს კანონი ნიშნავს, ასევე ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა ნიშნავს, საქართველოს გადახვევას ევროპული და დასავლური გზისგან. ეს არის მკაფიოა და მკაფიოა ის, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ასე.
[პაპუაშვილის კომენტართან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე] თვითონ თუ გააკეთა კომენტარი მინისტრმა, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ რეაქცია ამ განცხადებაზე, ეს იქ წაიკითხეს, შეხვედრის დროს. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არის ფეიკ პროპაგანდაში ჩართული, ხომ გასაგებია რაც ხდება. რეალურად, შეთანხმება როგორი იყო ჩვენ ეს ვიცით, შინაარსობრივად, ვერანაირი შეთანხმება ვერ არის, ეს კანონი არ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული გზა განაგრძოს. წერტილი. […] ვეტო არ სჭირდება ქართულ ოცნებას, მას შეუძლია გააუქმოს ეს კანონი ერთი მოსმენით, ასე რომ, ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ”
„მთავარი არხი“
კომენტარები