„კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორი, კახა შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო, მეგობრებო, თანამშრომლებო,
ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში რთული მომენტები, ბევრჯერ უსვრიათ ჩემთვის ტალახი, თუმცა არასდროს, არავის დაუბრალებია ჩემთვის სამშობლოს ღალატი.
მთელი ცხოვრება შევალიე იმას, რომ შემექმნა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სტუდენტს, გარდა ხარისხიანი განათლებისა, ჩამოუყალიბდებოდა ისეთ ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, პატრიოტიზმი, სამართლიანობა.
სივრცე, რომელშიც თანამშრომლები, განურჩევლად რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, თავიანთი თავის მაქსიმალურ რეალიზებას ახდენენ.
ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი, იმას მიეძღვნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, მსოფლიოს ყველა ქვეყნის კარი ყოფილიყო ღია, თუმცა, არასდროს ჩვენი მტრის კარზე არ დამიკაკუნებია.
შემთხვევითი არ არის რომ, ყველა სტუდენტი რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ჩააბარებს, პირველ სემესტრში საქართველოს ისტორიას სწავლობს, სწორედ იმიტომ, რომ კარგად გაარკვიოს ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, დასაბამიდან დღემდე, და ვინ მოყვარე.
მე ყოველთვის დავდგები სიმართლის მხარეს. სიმართლე კი არის ერთი – რუსეთი მტერია! და იმ ბრძოლაში სადაც ჩემი სტუდენტები თუ თანამშრომლები ჩვენი მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, აუცილებლად მათ გვერდით ვიდგები!
გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, გაერთიანებულ, ევროპულ საქართველოს”
კომენტარები