ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ივანიშვილის პარტიას შტატებთან ურთიერთობის დალაგების გამოსავალს სთავაზობს.
“ოცნების” ექსმინისტრი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და უნდა მიხვდეს, რომ შტატებს არ შეუძლია დაურეკოს შვეიცარიის ბანკს და მისცეს ინსტრუქცია, ვის მისცეს ფული და ვის არა, რადგან აშშ სუფთად დემოკარტიული სახელმწიფოა.
მისი თქმით, ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო ქვეყანა იმ გეზზე დააბრუნოს, რომელიც რუსული კანონი მიღებამდე იყო.
ქობულია ამბობს, რომ ამ სიტუაციაში პაუზის აღება კანონთან დაკავშირებით ელეგანტური საშუალება იქნებოდა.
„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა თუ იმას ფიქრობს, რომ თურმე ამერიკის მთავრობას შეუძლია, რომ დაურეკოს შვეიცარიის ბანკს და მისცეს ინსტრუქცია, ვის მისცეს ფული და ვის არა, ეს არის იმხელა შეცდომა, ჩვენი საზოგადოება გათვითცნობიერებული და ამას არ დაიჯერებს. ჩვენ არ გვიცხოვრია დემოკრატიულ ქვეყნებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს გათვითცნობიერებული, როგორ მუშაობს დემოკრატიული ქვეყნები. შტატები რომ ასე მუშაობდეს, რომ აშშ-ს სპეცსამსახურმა დაურეკოს ნებისმიერ ბანკს და მოსთხოვოს რაღაცის გაკეთება, ისინი დღეს იმ კეთილდღეობას ვერ მიაღწევენ როგორშიც ცხოვრობენ.
ობრაიანის მსგავსად, მეც ვთვლი რომ ივანიშვილი რაღანაირად შეცდომაშია შეყვანილი და უკვე უნდა დაიწყოს იმის მიხვედრა, რომ შეცდომაშია შესული და ჯერ კიდევ დროა, რომ გავასწოროთ სიტუაცია და იმ გეზზე დავდგეთ, როგორზეც ამ კანონის მიღებამდე ვიყავით.
ვეტოს შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება “ოცნების” მისამართით, რომ ელეგანტურად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. თქვან, რომ გავიაზრეთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, შეუძლიათ თქვან, რომ გვჯერა რომ ეს სწორი იყო, მაგრამ გავიაზრეთ ის რეაქციები, რაც ამას მოჰყვა და ამიტომ ჩვენ ამაზე რაღაცა პაუზა ავიღეთ, მაგრამ ასეთი გამოსავალი იქნებოდა ალბათ არა საუკეთესო, მაგრამ ელეგანტური. ან შეიძლება ადაპტაცია მოახდინონ ამ კანონის, რაც ჩემი აზრით, უარესი ვერსიაა. ეს კანონი არის აბსოლუტურად უაზრო, არაფერს არ აძლევს ეს კანონი “ოცნებას”. მე ვერ გავიგე ამ კანონით როგორ აპირებენ ვინმეს დაშოშმინებას”, – ამბობს გიორგი ქობულია.
კომენტარები