ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აცხადებს:
„შეხვედრები რომლებიც გვქონდა დღეს, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეგო რა მიმართულებით ფიქრობს მთავრობა, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გაცნობა. ჩვენი გზავნილი იყო აბსოლუტურად ნათელი – საქართველოს ხალხს აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ და თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ეს არის ევროპისკენ, ან რუსეთისკენ, სხვა არჩევანი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირმა ბევრი ნაბიჯი გადადგა ისეთი როგორიც არის სტატუსის მინიჭება, ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს მთავრობამ ასევე მოგვცა პირობა, რომ ამ გზით იმოძრავებს, თუმცა ეს კანონი არის სიმბოლო წარსულის და ეს სიმბოლო არ არის მიმართული ევროკავშირისკენ და გზავნილი რომელსაც ჩავიტანთ ევროკავშირში არის, რომ საქართველო არ დაადგა სწორ გზას და ეს არ არის სამართლიანი საქართველოს ხალხის მიმართ…
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მრავალი მიმართულებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსთან და 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ისეთი დაპირებები გასცა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც არ ასრულებს. იქნება ამის შესაბამისი შედეგები.
აღნიშნული კანონი გახლავთ სიმბოლო იმ გზისა, რომელსაც ადგას საქართველოს მთავრობა და რომელიც არ არის ევროკავშირისკენ მიმართული, ევროკავშირს გვერდს უვლის. ეს არ არის სწორი გზა და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს. აი ეს გახლავთ ჩვენი ნათელი პოზიცია”
კომენტარები