გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა:
„მინდა გავიხსენო ჩემი და სალომე ზურაბიშვილის ერთ პოლიტიკურ მოედანზე მოღვაწეობის ისტორია, რომელიც მე სულ კარგად მახსენდება. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ქალმა, როდესაც ერთად ვხვდებოდით მსოფლიო ლიდერებს – ლავროვს, ბაიდენს, ვიქტორ იუშჩენკოს, კონდოლიზა რაისს, ხავიერ სოლანას. სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის კონსტიტუციური პირი, მთავარსარდალია და პირველ რიგში ამ მოკლე დროში მასზე არის დეესკალაცია დამოკიდებული. მას დღეს აქვს ვეტოს ისეთი უფლება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის შინაარსი არაფრის ცუდის მომასწავებელი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიულად სწორად, არგუმენტირებულად გაკეთებულ ვეტოს ჩვენი ხელისუფლებაც გაიზიარებს“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
კომენტარები