მინდა გამოვეხმაურო ამერიკელი სტუმრის [ჯიმ ო’ბრაიენის] განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადი უფრო აინტერესებსო. როდესაც ადამიანს აქვს რამდენიმე მილიარდი და ამხელა გაქანება, ამხელა გამოცდილება, ამხელა ქართული ოჯახი და ამას ყველაფერს დებს იმისთვის, რომ ძალადობის წინააღმდეგ ერს ჩაუდგეს სათავეში, იმას როგორ აინტერესებს პირადი? ეს ხომ გამორიცხულია, არ არსებობს, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ბიზნესმენმა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
„ძალიან იშვიათია საქართველოში ადამიანი, რომელიც თავის ინტერესს უფრო უკან აყენებს, ვიდრე ქვეყნის ინტერესს. საბოლოო ჯამში, ეს ისტორიის დაფასებით მოხდება ყველა ვარიანტში. ამიტომ მინდა მივმართო ქალბატონ სალომეს, ვუთხრა, ვთხოვო, რომ ეს ვეტოს უფლება გაიზიაროს, იმუშაონ იმაზე, რომ ესკალაცია ჩააქრონ. მისი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა ქვეყანაში დეესკალაცია. მინდა ასევე მივმართო ხელისუფლებას, რომ ის, რისი შინაარსობრივი და იურიდიული კომპრომისი არის შესაძლებელი, გაიზიარონ და დაიწყონ მუშაობა ამ თვალსაზრისით. მინდა მივმართო ოპოზიციას, აგერ არის ოქტომბრის ბოლო კვირას არჩევნები – მოემზადეთ არჩევნებისთვის, აიღეთ ის, რაც გეკუთვნით, თუ ხალხი გყავთ მობილიზებული, შეიძლება აჯობოთ ამ ხელისუფლებას და მშვიდობიანად გადაიბარეთ ხელისუფლება, თუ ამის სურვილი სურვილი გაქვთ და თუ არ გინდათ ესკალაცია და ის, რომ ისევ ჩვენს მტრებს ვახეიროთ“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
კომენტარები