დღეს, 16 მაისს, 16:00 საათზე დედები მარშს მოაწყობენ.
“დედები შვილების თაობის მხარდასაჭერად” – ამ სლოგანით გაიმართება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამავდროულად, დღეს, 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ერთხმად ეტყვიან ივანიშვილის გუნდის რუსულ კანონს არას.
კომენტარები