სოციალურ ქსელში ვრცელდება ტექსტი, რომლის ავტორიც ჩვენთვის უცნობია:
“როდის გადაიღებს წვიმა?
თენგიზ ცერცვაძე: პროტოკოლით, უსიმპტომო წვიმის დროს ჩვენ არ ვიყენებთ ქვაფენილს…
ამირან გამყრელიძე: უახლოესი 2-3 კვირა იქნება თავსხმა წვიმა, გვექნება ღრმა გუბეები, შეიძლება ვერ ამოვიდეთ…
პაატა იმნაძე: მხ. ფილმი “ფესვები” მოგონილი იქნება! ქოლგების გაშლას ვერ აუხვალთ, ხალხო!
ლევან რატიანი: წვიმა კოკისპირული! ძლერი ქარი! 30-40 მეტრი წამში! თავსხმა წვიმა! სეტყვის მაღალი რისკი! ვაქციეთ ჟუჟუნა წვიმად! ველოდებით ცისარტყელას!
მარინა ეზუგბაია: რატომ ნერვიულობთ? ეს არ არის ჩვეულებრივი წვიმა. “და გვიწვიმა მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოგვცა ჩვენ” – ამაზეა საუბარი.
ეკა ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს წვიმა, ჩვენ გვაქვს ცვალებადი ტენიანობა!
ზურა ჭიაბერაშვილი: საჭიროა პირსახოცები! ბევრი პირსახოცი გვჭირდება! ჩვენ არ ვიცით, რეალურად რამდენი სველი ადამიანი გვყავს!
გიორგი ვაშაძე: დამსეტყვე, ცაო!”
კომენტარები