ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ ანყოფილებებში 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტია. აქედან 10 პაციენტი 18 წლამდე მოზარდია.
მისი თქმით, შაბათ-კვირას ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, 3 გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ, დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას.
„5 პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში ექვსი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 3 გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ, დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. მათ შემთხვევაში გამოჯანმრთელება დადასტურებულია და ველოდებით მსუბუქი სიმპტომების ალაგებას. გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა. ის თეთრიწყაროდანაა, ცნობილი კლასტერია და არის საშუალო ხსნის ქალი. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. 6 პაციენტი კი ელოდება კვლევაში ჩართვას,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.
კომენტარები