პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„ინფიცირებული გვყავს 52 პაციენტი. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ჩვენი კლინიკიდან ბოლო 24 საათში გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია.რენიმაციაშ გვყავს სამი პაციენტი აქედან ერთი არის სპონტანურ სუნთქვაზე, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა არის დადებით დინამიკაში. მათთან კოვიდ ინფექცია აღარ ფიქსირდება. ველოდებით რამდენიმე. განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს. გვეცოდინება დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდეიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.
კომენტარები