კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
პაციენტი ბათუმის კლინიკა “მედალფა”-ში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 80 წლის იყო.
ქვეყანაში კორონავირუსი სულ 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები