“ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“უმადურობა მძიმე ცოდვაა, არ მინდა საქმეში ჩაუხედავად რამის დაწერა, მაგრამ მაქვს კითხვები და ვინც ერკვევით იქნებ გამარკვიოთ, C ჰეპატიტის პროგრამაზე მოგახსენებთ:
1. საიდან აღმოჩნდა საქართველოში ამდენი (ათიათასობით) დაავადებული? ანუ მეზობელ ქვეყნებშიც ამდენია (პროცენტულად)?
2. რატომ დაგვდო პატივი ამერიკულმა კომპანიამ მხოლოდ ჩვენ? ანუ ხომ არ ხდებოდა ალალბედზე ჩვენზე წამლის გამოცდა?
3. საბოლოოდ განიკურნენ დაავადებულები? და ჰქონდა თუ არა ამ წამალს უკუჩვენებები, ანუ ბენეფიციარებს სხვა რამე ორგანო ხომ არ დაუზიანდათ?
4. რატომ ღირდა ეს წამალი ასეთი ძვირი თუ პირველად ჩვენს მოქალაქეებზე ხდებოდა გამოცდა? შესაბამისად რატომ საუბრობენ მილიარდობით დოლარზე?”
კომენტარები