ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი კვლევები, ჯამურად 1680 ადამიანისგან იქნა მიღებული საკვლევი მასალა და შემოწმდა კოვიდინფექციაზე. კვლევების შედეგად დადასტურებული არის მხოლოდ 1 ფაქტი და ისიც საწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, რომელიც მკაცრ იზოლაციაში იყო.
ამ დღეების მანძილზე ქვემო ქართლში დაავადების გავრცელებას მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო.
გუშინ დადასტურდა 4 ფაქტი თეთრიწყაროში და იქაც საკარანტინე სივცეში და მკაცრ თვითიზოლაციაში იყვნენ ეს პირები. ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო ბოლნისიდან, რომელიც იყო „ცხელების ცენტრში“ გადაყვანილი და შემდეგ მკურნალობისას აღმოჩნდა დაავადების ფაქტი დადასტურებული. დღესაც თეთრიწყაროში არის სამი დაავადების ფაქტი და ესეც არიან საკარანტინე სივრცეებში მყოფი ადამიანებში. შეიძლება ითქვას, რომ დროული რეგირების გამო, როდესაც თეთრიწყაროში დავინახეთ, რომ გავცელება იყო ფართომასშტაბიანი, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინე სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან გავრცელება პრაქტიკულად არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის, იქ სადაც ეს რისკი იყო უფრო მაღალი“
შეგახსენებთ, თეთრიწყაროში დაფიქსირებული სამი ახალი შემთხვევაც, თეთრიწყაროს მერის განცხადებით ექთნის კლასტერს უკავშირდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ მარნეულში არაერთი მრავალრიცხოვანი აქცია იყო, მათ შორის, 22 აპრილს, მაგალითად.
მიუხედავად ამისა, ე.წ. “აქციის კლასტერის” ნაცვლად გვაქვს ექიმების კლასტერი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სამედიცინო გადამზადებასა და აღჭურვილობაში სერიოზული პრობლემაა.
მარნეული, 22 აპრილის აქცია
კომენტარები