პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას:
„ფაქტობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით. მათ შორის, ისიც უკვე ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალური ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას? იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკი შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას? ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში, ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?“
კომენტარები