დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, პრეზიდენტი ხვალ თავად უნდა მივიდეს პარლამენტში და ვეტო პლენარულ სხდომაზე სწორედ მან წარადგინოს:
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის შესანარჩუნებლად ეს ვეტო საქართველოს პარლამენტში წარმოაჩინოს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იქნება მისი პასუხი პარტნიორებთან მიმართებაში, რადგან პირველი აქცენტი, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ, ეს ვეტო არ უნდა დაიძლიოს და გაზიარებულ იქნას, ამისთვის საჭიროა, რომ ეს ვეტო წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტმა, ეს სიმაღლე უნდა იყოს ამ პარლამენტში ხვალ შენარჩუნებული“
კომენტარები