ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
,,ვისაუბრეთ საქართველოზე. გვქონდა დისკუსიები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის თაობაზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და მძიმე საკითხია, მაგრამ სხვები მიიჩნევენ, და სამართლიანადაც, რომ ეს კანონი ევროპული ნორმებისა და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ნახსენები იქნა ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხრიდან ყველაზე სწორი და გამართლებული ზომების განხილვა, თუ კანონი მიღებულ იქნა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისში დაგეგმილ საგარეო საქმეთა კომიტეტზე. ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, სადაც ქართველები ხმას მისცემენ თავიანთი ქვეყნის კურსს, ხოლო მთავრობის ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა”
კომენტარები