ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,თუ დღეს საქართველო გაიყიდება, ამით მისი ბედნიერი მომავალი გადაიწევს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენიანად რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ამ მომავალს მოიტანს და არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი თაობა მოესწრება თუ არა ამას. მაგრამ არსებობს ხალხი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, დიდები, პატარები, რომელთა განვითარებისთვის და სიცოცხლისთვისაც ამ ბედნიერი მომავლის გადადება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან დღეს თუ საქართველო გაიყიდა, ისინი არა თუ ვეღარ მიიღებენ იმ შესაძლებლობებს, რაც ასეთი ადამიანებისთვის დასავლეთში არსებობს, იმ მცირე სიკეთეებსაც დაკარგავენ, რაც ცივილური სამყაროდან დღეს მათ აქვთ სხვადასხვა პროგრამების სახით – ეს პროგრამები დაიხურება. ამიტომ საქართველოს ბედნიერი მომავლის გადადება, რაც ქვეყნისთვის დასასრული არ არის, მათი – სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების განვითარებისთვის და სიცოცხლისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.
ქვეყნის ბედი არა, მაგრამ დღეს ჩემი პატარების ბედი წყდება.”
კომენტარები