სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში -“კანონის და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა იმ 84 დეპუტატს, რომელიც რუსული კანონის დამტკიცებას ხმა მისცა და მის დაკანონებას ახლა ვეტოს დაძლევით გეგმავს, ქვეყნის მოღალატეები უწოდა – „რა ჯანდაბა და დოზანა გინდათ“. ამას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა
„არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი-მეთქი. მოაწერეთ და 84 კაცი გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში შემოსულები. მსგავსი პარლამენტი, ასეთი მოღალატეობრივი, არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. ხმა არ გავიგო” – თქვა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც, “ოცნების” დეპუტატმა მას უთხრა, რომ თავხედია.
ამის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა წილოსანს კორუმპირებული და მონა ეძახა.
დაპირისპირებაში, წილოსანის გვერდით მჯდომი არჩილ თალაკვაძეს ჩაერთო, რომლემაც თქვა, რომ თავი გაუსკდა და თაკო ჩარკვიანის გაჩუმება სცადა.
კომენტარები