ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ორი მიმართულებით არსებობდა.
„ვადასტურებ, რომ შეთანხმების ორი მიმართულება არსებობდა. ერთი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მეორე – პატიმრებთან დაკავშირებით. სპეციალურად არ ვიყენებ სიტყვა პოლიტპატიმრებს იმიტომ, რომ ტერმინზე ხელისუფლება ნამდვილად არ გვეთანხმებოდა, მაგრამ ორივე შეთანხმება შედგა ცალ-ცალკე ფურცლებზე და ცალ-ცალკე ფურცლებს მოეწერა ხელი.
„ქართული ოცნების“ სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება და ივანიშვილის სიტყვაზე ნდობა რომ არ შეიძლება, ეს კი ვიცოდით, მაგრამ არც დიპლომატიური კორპუსი არ თვლიდა, რომ აუცილებლად გვარები უნდა დაწერილიყო იმიტომ, რომ მათ ჩათვალეს, რომ მათი იქ ყოფნა საკმარისი გარანტიაა ამ შეთანხმების. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტერმინებში იყვნენ ძალიან ფრთხილად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად შეასრულონ თავიანთი დანაპირები, ბიძინა ივანიშვილმა თუ გადაიფიქრა და და ცუდ ხასიათზე დადგა რაღაცების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შეთანხმება თავდაყირა უნდა დადგეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა: ” არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თორემ უმძიმეს დღეში ჩავარდება”.
ნიუპოსტი
კომენტარები