ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია – 84 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.
პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი, რომელსაც თავად “გამჭვირვალობის” მოტივით ხსნიან, განხილვაში 3 აპრილს დააბრუნა. ამავე კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საზოგადოება ისევ მოატყუა და დაპირების მიუხედავად, რომ კანონპროექტს აღარ დაუბრუნდებოდა, ის მაინც დააინიცირა.
“ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 1-ელ მაისს, მეორე მოსმენით მიიღო, ხოლო 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
კომენტარები