ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე:
“განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს უარი იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უკანონობას არავინ ჩაიდენს. თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასთვის ცხადი და ცნობილია. ყველას შეუძლია ნახოს. სანამ ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული. ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატებისა, ამ განცხადებების ფაქტები არსებობს“
კომენტარები