პარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც ხმა რუსულ კანონს მისცა და მოგვიანებით, პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოღალატესა და მონებს ეძახდნენ კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებს, ფორთოხლები ესროლა, იმ მაღაზიაში, რომლის ფორთოხლებიც დაუშინა მომიტინგეებს, მივიდა, თანხის გადასახდელად და ბოდიშის მოსახდელად. როგორც კომენტარებში ბევრი წერს, სჯობდა, მაღაზიის კარისთვის მაინც შეეხედა, სადაც პუტინია მოხსენიებული. დეპუტატს, მაღაზიის გამყიდველმა და მოქალაქეებმა ისე უპასუხეს, რომ მას იქედან გაქცევაც მოუწია.
მირანდა ჯოჯავა წერს, რომ კადრში მამაკაცი ვიტალი გუგუჩიაა:
ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოორა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…რა წავრთვიოოო???– მართლა არ მოელოდა ამ პასუხს, რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა….
კომენტარები