ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს:
ასეთი ამბავია ახლა ქიქოძის 5 ნომერში,მას მერე,რაც მაღაზიის მეპატრონეებმა კარგად დაუღეჭეს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს,რატომაა აგენტების კანონი რუსული და გააბუნძულეს .მივედი ფირთოხლის საყიდლად და სადღა იყო ფორთოხალი დახლები თითქმის ცარიელი დამხვდა, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მოდიან ადამიანები და თითქმის ყველაფერი იყიდესო შენ გენაცვალე , ჩემი საყვარელო საქართველო, ჩემო მებრძოლო საქართველო, ჩემო მოუთვინიერებელო საქართველო ამიერიდან ვიცოდეთ,რომ მაღაზია,სადაც ხილი,ყავა, წყალი ან რამე ეგეთი უნდა ვიყიდოთ, მდებარეობს ქიქოძის 5-ში, სახელწოდებით ,,მეტი თავისუფლება,,
სწორედ ამ მაღაზიის მეპატრონეებმა აუხსნეს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს რატომ იყო „გამჭვირვალობის კანონი“ რუსული და იძულებული გახადეს, წასულიყო
კომენტარები