რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახლობლები ამბობენ, რომ გლანდის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული საკანში შექმნილი პირობების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
ამავე საქმეზე კიდევ ერთმა დაკავებულმა, 22 წლის ბიჭმა, ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. ბრალდებულების მომდევნო სასამართლო პროცესი 2 ივლისსაა ჩანიშნული.
ინფორმაცია დაკავებულების მძიმე მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა:
„გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.
სახელებს და გვარებს არ ვწერ.
ერთი 19 წლისაა, მეორე 21.
ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეგირებს.
Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში.“
როგორც მოგვიანებით გაირკვა, რეაგირებას მოახდენს სახალხო დამცველი და დღესვე ჩაერთვებიან საქმეში.
კომენტარები