ყოფილი ჩინოვნიკი, აშშ-ში მცხოვრები გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა გათვლა აქვს “ქართულ ოცნებას”?!
ერთ ერთი გავლენიანი ქოცი მეკამათებოდა და იმდენად უტვინოები არიან, რომ თავის გეგმებს საუბრის დროს ასაჯაროვებენ.
შეჯამება:
იმედი აქვთ, რომ ოქტომბრამდე ტემპერატურა დაიწევს, ოპონენტებს გაანეიტრალებენ და ოპოზიციურად განწყობილ მუხტს ჩააქრობენ.
როდესაც მე ვუთხარი:- არ გრცხვენია, დადგმული “ცოცხებით” და ტყუილებით მოხვედით და “ქვეყნის გაყიდვით” ასრულებთ მეთქი!
მათი განზრახვა, რომ ტემპერატურა დაწიონ ერთმა ფრაზამ გაყიდა:
“ციხის კადრები და რაფალიანცის მკვლელობა არჩევნების წინ მოხდა და ამიტომ გაგიჟდა ხალხი და მოვიგეთ არჩევნები, 5 თვის შემდეგ კი არ ემახსოვრებოდათო!”
ვერ ეღირსებით!“
კომენტარები