წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული:
ძვირფასო წალენჯიხელებო, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ეს არის ულამაზესი სოფელი საჩინო, ულამაზესი სანაპიროა აქვე მდინარის და ეს არის 9 აპრილის სახელობის სკვერი.
სწორედ ამ სკევრში გვინდა მოვაწყოთ ფრენბურთის კარგი მოედანი, განათებით, სკამებით და ა.შ.
ულამაზესი გარემოა, კი ხედავთ და ძალიან მოუხდება ფრენბურთის მოედანი.
ეს არის პირველ რიგში ხალხის მოთხოვნა და გამომდინარე იქედან, რომ ახლოს არის სანაპირო, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ადგილი იქნება ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი საჩინოს მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის, ისიამოვნებენ ამ მოედნით. სულ მალე გამოვაცხადებთ ტენდერს.
ჩემ უკან ხედავთ მდინარე ინწრას, ულამაზესი მდინარე, სანაპირო ზაფხულობით ძალიან დატვირთულია და ახალგაზრდების თხოვნა იყო, გაკეთებულიყო მოედანი და წარმოიდგინეთ, ზაფხულში, ახალგაზრდები მოვლენ, გაგრილდებიან, ისიამოვნებენ და გვერდით უკვე იქნება ფრენბურთის მოედანი, სადაც ითამაშებენ, გაერთობიან, დასხდებიან საღამოს, იქნება კარგი განთება, კარგი გარემო და წალენჯიხა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველასათვის.
კომენტარები