პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა:
„ბორდში, სადაც ბადრი ჯაფარიძეა, ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს აკეთებენ საქართველოში. კერძოდ, ფიჭვის უნიკალური გირჩი გააქვთ ექსპორტზე და აქედან დიდი შემოსავალი აქვთ. ამ შემოსავლიდან რაიმე ნაწილს სოციალურ პროგრამასაც თუ მოახმარენ, იქნება სტანდარტი, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს. ამ მხარისა და კუთხის საშუალებით სერიოზულ ფულს როცა შოულობ, ქველმოქმედება ნორმალური გადაწყვეტილებაა.
ამის გაჩერება ბადებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც რესურსების მობილიზება გქონდა, რათა შემდეგ „ლელოს“ თავის საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა. არ ვამბობ, რომ ასეა, მაგრამ ეჭვებს ბადებს. პროგრამის შეჩერება გაუგებარია. კანონის სათაურთან თუ აქვთ პრეტენზია, „ლელოს“ თავიდანვე შეეძლო ეს ეთქვა. გავლენა მხოლოდ უარყოფითი არ არის, რატომ განიხილავენ უარყოფითად? შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა, რომ უცხოური გავლენით კეთდება ასეთი მშვენიერი საქმე. პოლიკლინიკას მუნიციპალიტეტი დაასრულებს“.
ცნობისთვის, ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს, რისი საფუძველიც პარლამენტის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გახდა.
კომენტარები