კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ბათუმში, კლინიკა მედალფაში მკურნალობდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ალექსი გოხელაშვილის ინფორმაციით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
“თავიდან მკურნალობდა ჩვეულებრივად თერაპიულ განყოფილებაში, დამძიმების შემდეგ უკვე გადავიყვანეთ რეანიმაციაში”, – განაცხადა მედიკოსმა. მისი თქმით, ამ დროისთვის “მედალფაში” 13 ინფიცირებული რჩება.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 11 ადამიანი.
“ალია” – როგორც მეათე გარდაცვლილის შემთხვევაში, ამჯერადაც არ კონკრეტდება, რა სახის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა პაციენტს.
კომენტარები