ემიგრანტი, პოეტი, ლელა ლაჩაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ საღამოდან დაძაბული, სამუშაო დღის მერე მოხდა შეთანხმება სამთავრობო სექტორთან და სოფლისმეურნეობის, მინისტრის ტერეზა ბელანოვას დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ხელი მოეწერა შეთანხმებას კანონის, დროებით პერმესოს მისაღებად, რომელიც ჯერჯერობით იქნება ექვსთვიანი და შეეხება შავად მომუშავე არალეგალ ემიგრანტებს, მიწის მუშებს, ბადანტეებს. ამღზრდელებს.
ხუთი ვარსკვლავი და ზოგიერთი საპარლანენტო ოპოზიცია კვლავ უარზე არიან, მაგრამ ეს ხელის შემშლელი ვეღარ იქნება კანონის მისაღებად.
ასევე მათ ვისაც კოვიდ 19 გამო შეუჩერდათ ხელშეკრულება მიწის სამუშაოებზე ანუ რომლებიც უკვე იყვნენ დასაქმებული ამ სექტორებში შავად, მხოლოდ მას შემდეგ რაც სპეციალური ისპექტორები დაადასტურებენ ფაქტის სინამდვილეს მათ მიეცემათ ექვს თვიანი პერმესოები შემდგომში გრძელვადიანი განახლების შესაძლებლობით.”
როგორც კომენტარებში აზუსტებენ, პერმესო არის მუშაობის უფლება.
კომენტარები