დაშინების, მორალური ტერორისა და მუქარის მსხვერპლი მოქალაქეეები პროკურატურას საჩივრით მიმართვენ.
საგამოძიებო უწყებას მიმართავს პარტია “მოქალაქეების” ერთ–ერთი ლიდერი, ქეთი თურაზაშვილი, რომელიც ნიღბიანმა მამაკაცებმა რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დააშინეს. მეორე თავდასხმა მოხდა მის უფროსს ვაჟზე, როდესაც ის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმყოფებოდა. გუშინ კი მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები თურაზაშვილის დასთან შევიდა.
“დაახლოებით, პირველის წუთები იყო, რომ ჩემს დას დაემუქრდნენ, რომ მათივე სიტყვებით ვთქვათ, თუ მე არ “მივაყენებდი” საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ეს იყო აშკარა მუქარა.
ზოგადად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარეობს განსაკუთრებული თვალთვალი – ჩემი შვილი, რომელიც დადის მოტოთი, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, ყველანაირი დასაბუთების და პირადობის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს, არც აუხსნეს, რატომ ჩხრეკდნენ. 10 მაისს, როდესაც მე და ჩემი ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად ვბრუნდებოდით, სახლთან დამხვდა პირბადიანებით სავსე მანქანა ტყუილი სანომრე ნიშნით შავი მერსედესის მარკის მანქანა. ვფიქრობ, რომ რაღაც პროვოკავიას ჰქონდა ადგილი და ბავშვის ფაქტორმა გადააფიქრებინა,” – ამბობს თურაზაშვილი.
კომენტარები